
მოლდოვური ავიაკომპანია Air Moldova განაახლებს ფრენებს მოსკოვის მიმართულებით 1 ოქტომბრიდან - ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.
"ეს გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთის ფედერაციაში მყოფი მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეების მაღალი მოთხოვნისა და სახლში დაბრუნების გადაწყვეტილების გამო...რუსეთის ფედერაციიდან ფრენების განახლება არის პასუხი ჩვენი თანამემამულეების თხოვნებზე.",- ნათქვამია განცხადებაში.
ფრენები 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში დაწყებული ომის გამო იყო შეწყვეტილი.