
რუსმა ოკუპანტებმა, დონეცკის ოლქში 9 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.
კირილენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ დაშავებულია 23 ადამიანი.
"რუსეთი კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს! 8 სექტემბერს, რუსებმა დონეცკის ოლქის ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ხუთი ბახმუტში, ორი ზაიცევოში, ერთი ნიუ-იორკში და ერთი ფედორივკაში. დაშავდა კიდევ 23 ადამიანი", - წერს კირილენკო.
მისივე თქმით, ამჟამად შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში.