რუსეთი უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას განიხილავს

გამოქვეყნდა:

 კრემლში უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედებას განიხილავენ, - ამის შესახებ  ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. 

​რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინელებისთვის ვიზების განხილვისას რუსეთი "ჰუმანიტარულ ფაქტორს გაითვალისწინებს"

"კიევის საპასუხოდ რუსეთის ფედერაცია სავიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობას განიხილავს. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს სხვადასხვა დეპარტამენტებთან. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ფაქტორების მთელი სპექტრი, მათ შორის ჰუმანიტარული“, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ. 

ცნობისთვის, უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი  2022 წლის 1 ივლისიდან აამოქმედა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი