
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავიეცკი კიევს ეწვია - ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის სპიკერი, პიოტრ მიულერი ავრცელებს.
"პრემიერი მატეუშ მორავიეცკი ჩავიდა კიევში. ჩანიშნულია რამდენიმე შეხვედრა. განიხილება მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და ენერგეტიკულ ბაზარს, ასევე ენერგეტიკასა და სამხედრო უსაფრთხოებას."- თქვა სპიკერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უნდა ელოდონ მთავრობის მეთაურის ვიზიტისგან, სპიკერმა უპასუხა, რომ მორავიეცკის ყოფნა კიევში, "პოლიტიკური სიგნალია კრემლისთვის".
"ეს სიგნალი დღესაც გაიგზავნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ამ ძალიან რთულ ვითარებაში. მიგვაჩნია, რომ რუსეთი არღვევს ყველა შესაძლო საერთაშორისო სტანდარტს. უკრაინის დაცვა ჩვენი უსაფრთხოების დაცვაა", - დასძინა მთავრობის წარმომადგენელმა.
უკრაინული გამოცემის ცნობით, მანამდე მატეუშ მორავიეცკიმ მოუწოდა ევროკომისიას დროულად მისცეს უკრაინას 9 მილიარდი ევრო და აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარება არასაკმარისია.