კითხვის ნიშნები და განცხადებები, რომლებიც შაქარაშვილის საქმეზე ოპოზიციისგან ისმის, არის სპეკულაცია - ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია. მათი მტკიცებით, თუ რომელიმე გამოძიება გაიჭიმა, ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი სრულყოფილად დაკმაყოფილდეს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გია ვოლსკის თქმით, განცხადებები, რომლებიც ოპოზიციისგან კეთდება, სრული უზნეობაა.
გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, სუფთა პოლიტიკური პლატფორმიდან გამომდინარე, ეს არის უზნეობა. გამოძიებას აქვს თავად უამრავი კითხვა და საკმაოდ დიდი რაოდენობა ტომებისა, განსხვავებული ჩვენებები, - ამბობს იგი.
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით კი, გარკვეული მედია საშუალებების და ადამიანების მხრიდან ამ ფაქტზე საუბარი ამორალურია.
ნებისმიერ სხვა, თუნდაც გირგვლიანის ქეისთან შედარება, ჩვენ ვიცით, რიგ შემთხვევებში რამდენად ცუდად დასრულდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ შედარებას აკეთებენ, ამიტომ მე თავს შევიკავებ კიდევ ერთხელ ამ ქეისთან დაკავშირებით მეტი კომენტარისგან, - ამბობს წილოსანი.
ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ეს არ არის პოლიტიკური სპეკულაციები და მთავარი პრობლემა და დანაპირები, რაც "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა, იყო სხვადასხვა სფეროებში რეფორმების არგატარება და და ახლა საზოგადოება და მთელი ქვეყანა ამ შეცდომების შედეგებს იმკის.