
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატისთვის გაუგებარია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უარი უცხოელი ექსპერტებისთვის. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ორივე ექსპერტი უმაღლესი კვალიფიკაციისაა და ერთ-ერთი ნობელის პრემიის ლაურეატია:
"ცოტა უხერხული კი უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი არის და მეორე ამერიკის კონგრესის ოქროს მედლით არის დაჯილდოებული, ვისზეც ვითხოვდით. რა ვერ ნახეს ბიოგრაფიაში, ჩვენ რაც მოგვთხოვა საექსპერტო დაწესებულებამ ის დოკუმენტები ამერიკელებმა გადაუგზავნეს. ახლა კიდევ ერთხელ გავატარებთ რევიზიას და თუ ვიპოვეთ რამე ხარვეზი შევიტანთ ისევ" ამბობს ხაჭაპურიძე
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილე უცხოელ ექიმებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ლიცენზია არ მისცა. რეგულირების სააგენტო დროებითი ლიცენზიის გასაცემად დამატებით დოკუმენტაციას ითხოვს.