ეპოქის დასასრული | დედოფლობის 70 წელი - გზა კორონაციიდან სიცოცხლის ბოლომდე

გამოქვეყნდა:

ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიისთვის ყველა განკარგულება გაცემულია. ათდღიან პროცესს გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი ჩარლზ მესამე უხელმძღვანბელებს. სამძმრის მიღება, სამგლოვიარო წირვები, შეხვედრები ბრიტანეთის და სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან - სამეფო ოჯახი და განსაკუთრების მისი ახალი მეთაური ჩარლზი, ყურადღების ცენტრში ექცევიან.

ლონდონი კი რამდენიმე დღით მსოფლიო ცენტრი ხდება. თავის დედოფალს გლოვობენ ბრიტანელები და ელისაბედ მეორის გულშემატკივრები მთელ დედამიწაზე. მსოფლიო მედია, სამგლოვიარო ცერემონიის დეტალების გარდა მონარქის 70-წლიან მმართველობას განიხილავს და ერთხმად აღნიშნავს, რომ ელისაბედ მეორესთნ ერთად დიდი ეპოქა დასრულდა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი