"შევეცდები, გემსახუროთ სიყვარულით" | მეფე ჩარლზის მიმართვა

გამოქვეყნდა:

"დედოფალმა ელისაბედ მეორემ მსხვერპლი შესწირა მოვალეობას, მისი ერთგულება არასდროს შერყეულა​," - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამემ მოსახლეობისადმი მეფის რანგში პირველი მიმართვისას განაცხადა. ის პირობას დებს, რომ დედის მემკვიდრეობას გააგრძელებს და ბრიტანელ ხალხს ემსახურება. 

"1947 წელს, თავის 21-ე დაბადების დღეს თანამეგობრობისადმი კეიპტაუნიდან მიმართვისას მან პირობა დადო, რომ თავის ცხოვრებას, იქნებოდა ის ხანგრძლივი თუ ხანმოკლე, თავისი ხალხის მსახურებას მიუძღვნიდა. ეს იყო დაპირებაზე მეტი. ეს იყო ღრმად პირადი ვალდებულება, რომელმაც მისი მთელი ცხოვრება განსაზღვრა...  

როგოც თავად დედოფალი ასეთი ურყევი ერთგულებით, მე ასევე ვდებ პირობას, რომ იმ დარჩენილი დროის განმავლობაში, რომელიც უფალმა მიბოძა, დავიცავ საკონსტიტუციო პრინციპებს, რომლებიც ჩვენი ერის საფუძველს წარმოადგენს. სადაც უნდა ცხოვრობდეთ, გაერთიანებულ სამეფოში, თუ მსოფლიოს სხვა ადგილებში მდებარე სამეფოებსა და ტერიტორიებზე, რა წარსულიც და რწმენაც უნდა გქონდეთ, შევეცდები, გემსახუროთ ლოიალობით, პატივისცემითა და სიყვარულით, ისევე, როგორც ამას ვაკეთებდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში" - აცხადებს მეფე ჩარლზი. 

ცნობილია, რომ ჩარლზის მეფედკურთხევის ოფიციალური ცერემონია 10 სექტემბერს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი