ზელენსკი: ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება გავათავისუფლეთ 

გამოქვეყნდა:

ჩვენი არმია, დაზვერვა და უკრაინის უშიშროების სამსახური აგრძელებს აქტიურ მოქმედებებს რამდენიმე ოპერატიულ რაიონში. ისინი წარმატებით მიიწევენ წინ. ამ დროისთვის, შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს და აიღეს კონტროლი.

რეგიონის ზოგიერთ სოფელში გრძელდება ტერიტორიის შემოწმებისა და უსაფრთხოების ღონისძიებები, თანდათან ვუქვემდებარებთ ახალ დასახლებებს ჩვენს კონტროლს - ვუბრუნებთ უკრაინის დროშას და ვიცავთ ჩვენს ხალხს. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი ბიჭისა და გოგოს, კაცებისა და ქალების, რომლებიც იბრძვიან უკრაინისთვის!

- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი