გაერო: 14 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე უკრაინის ომის მსხვერპლი გახდა 

გამოქვეყნდა:

14 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე უკრაინის ომის მსხვერპლი გახდა - ამის შესახებ უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა განაცხადა.

"დღეს მდგომარეობით, ჩვენ გადავამოწმეთ და დავადასტურეთ, რომ 14 059 მშვიდობიანი მოქალაქე ომის მსხვერპლი გახდა. ბრძოლების შედეგად, დაიღუპა 5,767 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 8,292. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად მეტი იქნება", - თქვა ბოგნერმა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს მისიის ცნობით, სულ მცირე 416 ადამიანი თვითნებური დაკავების ან იძულებითი გაუჩინარების მსხვერპლი გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი