ჩარლზ III ლიზ ტრასს ბუკინგემის სასახლეში შეხვდა | პირველი აუდიენციის დეტალები

გამოქვეყნდა:

მეფე ჩარლზ III-სა და დიდი ბრიტანეთის პრემირ-მინისტრ, ლიზ ტრასს შორის  ბუკინგემის სასახლეში პირველი აუდიენცია გაიმართა. ლიზ ტრასი მოკლედ ესაუბრა მეფეს ტელეფონით ხუთშაბათს საღამოს, რათა თანაგრძნობა გამოეხატა დედის, დედოფალი ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების გამო. მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერი მას პირისპირ ესაუბრა. 

შეხვედრის შესახებ გამოცემა independent წერს, რომ ჩარლზ მესამემ პრემიერს უთხრა, რომ დედის გარდაცვალება იყო „მომენტი, რომლისაც მეშინოდა“. 

პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თანამდებობა მხოლოდ სამშაბათს დაიკავა, დაუნინგ სტრიტიდან გაიყვანეს ჩარლზის შესახვედრად. როდესაც ლიზ ტრასმა სამძიმარი გამოთქვა, ჩარლზმა მადლობა გადაუხადა და უთხრა: „ძალიან კეთილი ხარ, რომ მოხვედი - ვიცი, რამდენად დაკავებული ხარ“.

მანამდე, ტრასმა მოუწოდა ქვეყანას, მხარი დაეჭირათ ახალი მონარქისთვის. მან განუცხადა თემთა პალატის დეპუტატებს, რომ მეფეს "აკისრია გასაოცარი პასუხისმგებლობა, რომელსაც ახლა ის იღებს ჩვენთვის", და დასძინა: "მიუხედავად იმისა, რომ ის გლოვობს, მისი მოვალეობისა და სამსახურის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა აშკარაა".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი