ჩარლზ III-ს გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად ოფიციალურად დღეს გამოაცხადებენ

გამოქვეყნდა:

გლოვის მეორე დღე დიდ ბრიტანეთში - გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, ლონდონის წმინდა ჯეიმსის ტაძარში, ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე, ტახტის მემკვიდრეობის საბჭო შეიკრიბება და მეფე ჩარლზ მესამეს ახალ მონარქად გამოაცხადებს.

ცერემონიალზე ასობით სტუმარია მიწვეული, მათ შორის პრემიერმინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები. დღესვე, მეფე პრემიერმინისტრსა და მის კაბინეტს შეხვდება.

დედოფლის ცხედარს ბუკინგემის სასახლეში 12 სექტემბერს დაასვენებენ. დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს შოტლანდიაში მდებარე ბალმორალის რეზიდენციაში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი