ივანიშვილმა თუ რამე დააშავა, დადეთ ელემენტარული მაგალითი...თუმცა ასეთი ბუნებაში არ არის - ლილუაშვილი

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ დაიცვა და თქვა, რომ ოლიგარქი საკუთარი ქვეყნის პატრიოტია. 

ლილუაშვილს არ ესმის რატომ უნდა დასანქცირდეს ივანიშვილი. 

"თუკი საქართველოში რამე ფუჭდება და ფუჭდება თუ არა ამას მივუბრუნდებით, რა შუაშია ივანიშვილის სანქცირების საკითხი? ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის პატრიოტი. ამას ჩემი სამსახური კი არა, მთელი საქართველო უყურებს. კაცმა, რომელმაც დღემდე მოიტანა ის მიღწევები, რითაც ამაყობს დღეს ჩვენი ქვეყნის არა მარტო მთავრობა და სახელისუფლებლო წრეები, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობა. კარგს კარგი უნდა დაარქვათ, ცუდს ცუდი უნდა დაარქვათ. ამ კაცმა თუ რამე დააშავა, დადეთ რამე ელემენტარული მაგალითი, ელემენტარული ქეისი, გნებავთ სანქციებთან მიმართებაში, გნებავთ არალეგალური სქმიანიბის სხვა მიმართულებებით, თუმცა ასეთი ბუნებაში არ არის",- ამბობს ლილუაშვილი. 

ცნობისთვის, ერთი კვირის განმავლობაში ზედიზედ 3 დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომელიც ოლიგარქის არაფორმალურ გავლენებსა და რუსულ კავშირებზე მიუთითებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერვიუ კი, სანქციების კომისიიის თავმჯდომარემ ვაშინგტონ პოსტს მისცა. მაიკ მაკფოლი პირდაპირ ამბობს,რომ თუ ბძინა ივანშვილი პუტინთან კავშირს არ შეწყვეტს, დასანქცირდება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი