მოდაშია perception-ის დონეზე საუბარი...პრეზიდენტს არ ეკადრება | ლილუაშვილი მოსმენების კანონზე

გამოქვეყნდა:

სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მოსმენების კანონზე პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ფაქტებს არ ეფუძნება, შეგრძნებების დონეზე საუბარი კი საკონსტიტუციო ფიგურას "არ ეკადრება".

"ეს მოდაშია perception-ის [აღქმა] დონეზე საუბარი, რომელიც ფაქტებს არ ეფუძნება, ამ შეგრძნებებზე და წარმოდგენებზე საუბარი არ ეკადრება არცერთ საკონსტიტუციო ფიგურას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს", - თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, 6 სექტემბერს პარლამენტმა მოსმენების კანონზე ვეტო დაძლია

კანონპროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებულია და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით  7 ივნისს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა. გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

ზურაბიშვილმა მოსმენების კანონს ვეტო 22 ივნისს დაადო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი