ხარკოვის რეგიონული საბჭო: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუპიანსკი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისაგან ხარკოვის ოლქის კუპიანსკი გაათავისუფლეს - ამის შესახებ დღეს დილით, რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა, ნატალია პოპოვამ განაცხადა.

 "კუპიანსკი უკრაინაა! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!",-  ამბობს პოპოვა. 

ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტის წევრებმა, ბლოგერებმა და ჯარისკაცებმა ასევე განაცხადეს, რომ ქალაქი განთავისუფლდა.  ოფიციალური დადასტურება ამ დროისთვის არ არსებობს.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ „უკრაინსკა პრავდას“ დაუდასტურა, რომ კუპიანსკი თავისუფალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი