
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ იზიუმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკში შევიდნენ და აკონტროლებენ დონეცკის აეროპორტს.
"ლისიჩანსკი... მშვენიერი უკრაინული ქალაქი))
იქნება აღდგენითი სამუშაოები..." წერს ფეისბუქზე ლუგანსკის სამხედრო რეგიონული ადმინსტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი.
უკრაინულ ტელეგრამ, არხებზე ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქის დასახლება სავინციშიც შევიდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და სხვა უწყებებს გათავისუფლებული ქალაქების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.