ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე ნაპოვნი 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
თვითმხილველები “მთავართან” სამ ვერსიაზე საუბრობენ.
ერთ-ერთი ვერსით, მამაკაცი 16-ტ სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, მეორე ვერსიით – მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მესამე ვერსიით კი – ცხედარი მოიტანეს შერვაშიძის ქუჩაზე და თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყეს.
რა გახდა ბურუსით მოცული გარდაცვალების მიზეზი, გამოძიება დაადგენს.