
ბალაკლეასა და იზიუმიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგ, რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ გადაჯგუფებაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ბალაკლეისა და იზიუმის რეგიონებში განლაგებული რუსული ჯარები გადაჯგუფდნენ და გადანაწილდნენ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად.
"დონბასის განთავისუფლების სპეცოპერაციის დასახული მიზნების მისაღწევად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბალაკლეისა და იზიუმის რაიონებში განლაგებული რუსული ჯარების გადაჯგუფების შესახებ, რათა გააძლიერონ ძალისხმევა დონეცკის მიმართულებით“, - განაცხადა კონაშენკოვმა.
ბოლო ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ლისიჩანსკში და სავინციში შევიდნენ. იქამდე კიდე ოკუპანტები განდევნეს ბალაკეადან და იზიუმიდან.