მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტერაქტიდან 21 წელი გავიდა.
21 წლის წინ, ტერორისტული დაჯგუფების, "ალ-ქაიდას" 19-მა წევრმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. თავდასხმა ოთხ სხვადასხვა ტერიტორიაზე მოხდა. პირველი თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 08:46 საათზე ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის სამხრეთ კოშკს დაეჯახა, მალევე - 09:03 საათზე კი ე.წ. "ტყუპების" სამხრეთ კოშკს.
09:37 საათზე მესამე გატაცებული თვითმფრინავი ვაშინგტონში პენტაგონის, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შენობას დაეჯახა.
0:03 საათზე მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი შენკსვილში, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.
11 სექტემბრის ტერაქტს 2 977 ადამიანი ემსხვერპლა.
ფოტოზე ასახულია New York-ში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი კოშკის ჩამოშლის პროცესი. ფოტო Associated Press-ის ჟურნალისტმა გადაიღო: "მახსოვს სრულიად გაოგნებული ვიყავი იმით, რაც ხდებოდა. სასოწარკვეთილი ვცდილობდი გამეგო რა მოხდა, რომ მუშაობა გამეგრძელებინა. მიუხედავად იმისა, რომ შოკში ვიყავი, განვაგრძე გზა, ვიცოდი, რომ რაც მოხდა, საჭირო იყო იმის დოკუმენტირება", - თქვა მან.
თეთრი სახლის აპარატის უფროსი, ენდრიუ კარდი აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშს თავდასხმის შესახებ ატყობინებს. "ამერიკას თავს ესხმიან", - უთხრა მან ბუშს.
2001 წლის 11 სექტემბერს დილით აშშ-ის პრეზიდენტი ფლორიდაში ერთ-ერთ დაწყებით სკოლას სტუმრობდა. ამ დროისთვის მან უკვე იცოდა პირველ შენობაზე თვითმფრინავის შეჯახების შესახებ. რამდენიმე წუთში პრეზიდენტმა საკლასო ოთახი დატოვა.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი კოშკიდან კაცი ვარდება. ფოტო Associated Press-ის ფოტოგრაფმა რიჩარდ დრიუმ გაავრცელა. ვარაუდობენ, რომ "ტყუპების შენობაზე" თვითმფრინავის დაჯახების შემდეგ, 200-ზე მეტი ადამიანი შენობიდან ან გადმოვარდა ან გადახტა. უცნობია, ფოტოზე ასახული კაცი შენობიდან თავად გადმოხტა თუ გადმოვარდა. მისი ვინაობა ოფიციალურად არასოდეს დადასტურებულა.
მეხანძრეებმა ჯორჯ ჯონსონმა, დენ მაკუილიამსმა და ბილი ეიზენგრეინმა 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილზე აშშ-ს დროშა აღმართეს. ფოტო მოგვიანებით საფოსტო მარკაზე გამოიყენეს.
პენტაგონის შენობასთან დაშავებულებისთვის მღვდელი ლოცულბს. American Airlines-ის რეისი 77 პენტაგონს დაეჯახა, რის შედეგადაც 184 ადამიანი დაიღუპა.
ფოტო ტრაგედიიდან 4 დღის შემდეგ, 2001 წლის 15 სექტემბერსაა გადაღებული. მასშტაბური ტერაქტის შემდეგ ნანგრევების კვამლი ისევ ქალაქში ტრიალებდა. "როდესაც მდინარის გადაღმა ნიუ-იორკს შევხედე, შევამჩნიე, რომ ნამსხვრევებსა და კვამლს შორის, თავისუფლების ქანდაკება გამოირჩეოდა, რომელსაც ანთებული ჩირაღდანი მაღლა ეჭირა", - თქვა Associated Press-ის ფოტოგრაფმა.
მასალა მომზადებულია CNN-ის სტატიის მიხედვით.