
გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ - ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. იქამდე დიდ ბრიტანეთში 10 დღიანი გლოვაა.
ელისაბედ II 96 წლის ასაკში 8 სექტემბერს, ბალმორალის სასახლეში გარდაიცვალა.
ის მონარქის ტიტულს 70 წლის განმავლობაში იკავებდა.
გაერთიანებული სამეფოს მეფედ დღეს ოფიციალურად გამოცხადდა ჩარლზ III