
უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ თვის დასაწყისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გაათავისუფლეს.
"ჩვენი ჯარისკაცების მოძრაობა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. ამჟამად, სექტემბრის დასაწყისიდან აქტიური მოქმედებების ფარგლებში, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი გათავისუფლდა. ამ დღეებში რუსული არმია თავის საუკეთესოს აჩვენებს - ზურგს.
მათი გაქცევა კარგი არჩევანია. უკრაინაში ოკუპანტებისთვის ადგილი არ არის და არც იქნება", - აცხადებს ზელენსკი.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-15 პოლკის ჯარისკაცებს, რომლებმაც ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში გამოიჩინეს თავი. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა 214-ე ცალკეული მსროლელი ბატალიონის ჯარისკაცებს, რომლებმაც დაზვერვის მთავარი სამმართველოს, სპეციალური ოპერაციების ძალებთან, ეროვნული გვარდიის სპეცრაზმთან და პოლიციასთან ერთად დაიბრუნეს სრული კონტროლი ქალაქს ბალაკლეაზე.
"მადლობა ყველა ჩვენს მცველს, რომლებმაც ამ კვირების განმავლობაში ჩვენი გამარჯვების მოახლოება კიდევ უფრო შესამჩნევი გახადეს!" - ამბობს ზელენსკი.
მან ისევ მოუწოდა იმ რუს სამხედროებს, რომლებსაც არ სურთ რუსეთში დაბრუნება, ჩაბარდნენ ტყვედ, ჟენევის კონვენციის შესაბამისად დაბრუნების გარანტიით.
იხილეთ ასევე: