"მძიმე პოლიტიკური სეზონი დაიწყო" - "პოსტ ფაქტუმის" ინტერვიუ ნიკა გვარამიასთან [ანონსი]

გამოქვეყნდა:

ინტერვიუ "მთავარი არხის" დაპატიმრებულ გენერალურ დირექტორთან. გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" ახალი სატელევიზიო სეზონი ნიკა გვარამიასთან სატელეფონო ინტერვიუთი იხსნება, რომელიც მან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ციხიდან მისცა ჟურნალისტ მაია ლომიძეს.

"არამხოლოდ ცხელი პოლიტიკური სეზონი დაიწყო, არამედ მძიმე პოლიტიკური სეზონი დაიწყო...

ჯერ არა ვარ იმ ასაკში, რომ მემუარები ვწერო, ბევრის გაკეთებას ვაპირებ კიდევ..." ამბობს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

20 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე მეორე სასამართლო სხდომა ჩაინიშნა, რომელიც თავდაპირველად,  4 ოქტომბრს უნდა გამართულიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი