
„დემოკრატიულად არჩეულმა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად და როგორ უნდა აწარმოოს ომი, რადგან ის პასუხისმგებელია უკრაინელი ხალხის წინაშე ამ ომის მიზნებზე. აშშ-ის მთავარი ინტერესი ამ ომში არის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მოლაპარაკებების გზით ან ბრძოლის ველზე. ჩვენი საქმეა გავაძლიეროთ უკრაინა და მხარი დავუჭიროთ მათ ამ ბრძოლაში და ასევე, როდესაც ისინი მზად იქნებიან მოლაპარაკებისთვის. ზელენსკი ყოველთვის ამბობდა, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, მაგრამ უკრაინის გადასაწყვეტია ამ მოლაპარაკებების ფორმა"
- ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა „იალტის ევროპული სტრატეგიის“ რიგით მე-17 ფორუმზე ისაუბრა.