
ელისაბედ მეორის შვილი და მემკვიდრე, ჩარლზ მესამე კი დიდი ბრიტანეთის მეფედ კურთხევის შემდეგ ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მონარქად გამოცხადდა.
ამ წუთებში დიდი ბრიტანეთის გარდაცვლილი დედოფლის ცხედარს ბალმორალის სასახლიდან ედინბურგში მიასვენებენ. ბრიტანული მედიის ცნობით, სამგლოვიარო კორტეჟმა 6 ათას 280 კილომეტი უნდა გაიროს. ედინბურგამდე სამგლოვიარო კორტეჟი შოტლანდიის ქალაქებს გავლის.
ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას 19 სექტემბერს დაკრძალავენ. ეს დღე დიდ ბრიტანეთში მონარქის პატივსაცემად უქმედ გამოცხადდა.