
უკრაინის კონტრშეტევები სულ უფრო წარმატებულია და სულ უფრო მეტ დასახლებულ პუნქტში ფრიალებს სახელმწოფო დროშა. უკრაინელებმა სექტემბრის თვეში დაახლოებით 2 000 კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსული არმიის ნაწილი უკან მოუხედავად გარბის, ტოვებენ ტექნიკას და საბრძოლო მასალებს.
"შეტევები რომელსაც უკრაინელი სამხედროები ახორცილებენ მასშტაბური კონტრშეტევების შემადგენელი ნაწილია. კონტრშეტევების მზიანი რუსული ლოჯისტიკური ქსელების, სატრანსპორტო კომუნიკაციების, სამეთაურო პუნქტებისა და იარაღის საცავების განადგურებაა. მტერმა ეფექტურად ვერ უნდა იმოქმედოს. ჩვენი არმიის მოქმედებების შედეგად ნათლად გამოჩნდა რომ მტრის არმია დემორალიზებულია. ხარკოვში წინ მივიწევთ და სახელწიფო საზღვარზე უნდა გავიდეთ. ასევე აქტიურად ვმოქმედებთ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშიც. ზუსტად ამ ადმინისტრაციული ცენტრების აღების შემდეგ რუსული არმიას წერტილს დავუსვამთ. რუსული არმიის ნაწილი უკან მოუხედავად გარბის, ტოვებენ ტექნიკას და საბრძოლო მასალებს",- ამბობს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამოცემა NYT-ის ცნობით, უკრაინას წარმატებულ კონტრშეტევების განხორციელებაში აშშ-ის დაზვერვა ეხმარება.
ამავე თემაზე: