უკრაინაში ომისკენ რუსული სახმელეთო ძალების 80%-ზე მეტია მიმართული - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ამჟამად უკრაინაში ომში რუსეთის სახმელეთო ძალების 80%-ია მიმართული - ამის შესახებ სტოლტენბერგმა 9 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მხარდაჭერა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანი ალიანსის რუსეთის აგრესიისგან დაცვისკენაა მიმართული.

"თუ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, ეს ცუდია არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, ასევე, საშიშია ყველა ჩვენგანისთვის. ამიტომ, სინამდვილეში, იმაში დარწმუნებით, რომ რუსეთი, პრეზიდენტი პუტინი, არ მოიგებს უკრაინაში, ჩვენ ვზრდით ჩვენს უსაფრთხოებას და ვამყარებთ ალიანსს იმის დამტკიცებით, რომ ჩვენს საზღვრებთან ახლოს ამ ტიპის ქცევას არ დავუშვებთ. 

ასე რომ, ამ მარაგების [იარაღი] გამოყენება რეალურად გვეხმარება საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებასა და NATO-ს მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი აგრესიული ქმედებების რისკის შემცირებაში.

გარდა ამისა, რუსული სახმელეთო ძალების 80%-ზე მეტი ახლა უკრაინაში ომისკენაა მიმართული. ამიტომ, რა თქმა უნდა, რაც იქ მოხდება ამას გავლენა ექნება რუსეთის მთლიან უნარზე, შექმნას რამენაირი საფრთხე  NATO-ს მოკავშირე ქვეყნებისთვის", - თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა ალიანსის მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, რომ კიდევ უფრო მეტი ინვენტარი, მარაგები მოიძიონ, რათა უკრაინას მიაწოდონ ის დახმარება, რომელიც მას სჭირდება: "ჩვენ ვხედავთ რომ ამას ხმელეთზე უდიდესი ცვლილებები მოაქვს", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი