
უკრაინელი სამხედროების წარმატებული კონტრშეტევები ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება.
აქტიური კონტრშეტევები მიმდინარეობს დროებით ოკუპირებულ ნოვო კახოვკაშიც. Telegram-ის არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე გათავისუფლებულია რამდენიმე დასახლება, ასევე, ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ადგილზე ერთ-ერთი რუსული იარაღის საწყობი იწვის.
გავრცელებული ცნობით, ოკუპანტები იქ სამხედრო ტექნიკას ინახავდნენ.
ხანძრის ლიკვიდაცია ჯერერობით ვერ ხერხდება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი