რუსებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაცია დააანონსეს, კაცებს რეგიონიდან გასვლა აუკრძალეს - გენშტაბის სპიკერი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის სპიკერის ინფორმაციით, ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსებმა მობილიზაციის გამოცხადება დააანონსეს და კაცებს რეგიონიდან გასვლა აუკრძალეს.

ოლექსანდრ შპუტუნის თქმით, უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევების შედეგად, მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის.

"უკრაინელი სამხედროების ეფექტური მოქმდებების შედეგად, მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ხარკოვის მიმართულებით ოკუპანტების მოტომსორლელთა ჯარს გადაადგილება შეუზღუდა. გვიან ღამით ბელგოროდის ერთ-ერთ საავადმყოფოში 70-ზე მეტი დაჭრილი რუსი სამხედრო შეიყვანეს. ამავე დროს ბელგოროდიდან მოსკოვის მიმართულებით რამდნეიმე ასეულის სამხედრო ევაკუაცია მოხდა.

არსებული მძიმე ვითარების გამოსწორების მიზნით, რუსებმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადება დააანონსეს, მამაკაცებს რეგიონიდან გასვლა აუკრძალეს. კონტრშეტევების პარალელურად, უკრაინელი სამხედროები მტრის სეტევებს წარმატებით იგერიებენნ", - თქვა ოლექსანდრ შპუტუნმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი