სისხლიანი ანგარიშსწორება გურიაში | სამართალდამცველები ეძებენ პირს, ვინც 22 წლის ბიჭი მანქანაში ჩაცხრილა - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

სასტიკი მკვლელობა ოზურგეთში - 22 წლის მამაკაცის, გ.რ-ს მკვლელობის მოტივი ამ დრომე უცნობია. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულის გზაზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მას ათამდე ტყვია ესროლეს. იგი საავამდყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დამნაშვე კი მიიმალა. მკვლელობის მოტივი უცნობია. ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ ანასეულში ცხოვრობდა. 

"ახალი გამოსულია ციხიდან და არაფერი არ ვიცი. [ჟურნალისტი: რამდენი ხანია რაც გადმოვიდნენ?] რავიცი, თვეები იქნება ალბათ და არც მინახია საერთოდ" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ექიმის თქმით კი "იყო გარდაცვლილი. სასიცოცხლო ნიშნები აღარ აღენიშნებოდა პაციენტს. ჩატარდა რეანიმაციული ღონისძიებები მიუხედავად ამისა მაინც... მოიყვანეს უცხო პირებმა. ვინ იყვნენ, არ ვიცი". 

პოლიციის ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებებს საავადმყოფოს ეზოში იმ ლოკაციაზე აწარმოებენ, საიდანაც მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მანქანიდან გადმოიყვანეს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი