
უკრაინის წარმატების აღსანიშნად მოძრაობა "საქართველოსთვის'' წევრებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს.
აქტივისტები "ქართული ოცნების" ოფისთან შეიკრიბნენ, სადაც კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში. მათი თქმით რუსეთის მარცხი უკრაინაში აუცილებლად აისახება ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე.