"ჯო ბაიდენის მხრიდან პუტინთან შეხვდრის სურვილს ვერ ვხედავთ" | ნულანდი

გამოქვეყნდა:

"ბალიზე გასამართ დიდი ოცეულის სამიტზე ჯო ბაიდენის მხრიდან პუტინთან შეხვდრის სურვილს ვერ ვხედავთ" - ამის შესახებ ვიქტორია ნულანდმა უკრაინის თემაზე გამართულ საერთაშორისო კონეფრენციაზე ისაუბრა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, სამიტის გამართვამდე ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი, თუმცა ჯო ბაიდენს რუს კოლეგასთან შეხვედრის სურვილი ჯერ-ჯერობით არ გამოუთქვამს. სიტყვით გამოსვლისას ვიქტორია ნულანდმა უკრაინაზე ისაუბრა და განაცხდა, რომ თუ პუტინი დიდი ოცეულის სამიტზე ჩავა, იქ მყოფმა ლიდერებმა მას პირდაპირ უნდა უთხრან უკრაინაში შეჭრით დარღვეული პრინციპების შესახებ.

ცნობილია, რომ პუტინი გეგმავს ბალიზე, 15-16 ნოემბერს გასამართ „დიდი ოცეულის" სამიტზე ჩასვლას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი