ივანიშვილი უსმენს ყველას. „ქართული ოცნების“ ლიდერები ერთი მეორეს მიყოლებით ტელეფონზე საუბრის დროს, აპლიკაცია „სიგნალს“ იყენებენ, რომელის მოსმენაც სპეცსამსახურებისთვის ყველაზე რთულია.
„სიგნალის“ აპლიკაციას საკუთარ ტელეფონში „ოცნების“ ლიდერი ბოლო რამდენიმე კვირაა ინტენსიურად იწერენ. „სიგნალის“ მოხმარება არასამთავრობო სექტორისთვის არის პირდაპირი სიგნალი, რომ ივანიშვილის ლიდერებს სუს-ის ეშინიათ, დარწმუნებულები არიან რომ მათაც ივანიშვილის დავალებით უკანონოდ უსმენენ.
პარლამენტის წევრების ნაწილმა „სიგნალი“ არ იცის, რა არის აქვს მხოლოდ WhatsApp და ისიც იმიტომ, რომ პარტიული მესიჯები მიიღონ. არიან ისეთი დეპუტატებიც, ვისთვისაც აპლიკაციის კომუნიკაცია უფრო მარტივი და მისაღებია. თუმცა, მაგალითად, ლევან გოგიჩაიშვილი არ მალავს, რომ დაცული აპლიკაციით სარგებლობა თავდაცვის ინსტინქტია.
არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციური პარტიები, ჟურნალისტები და ადამიანები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების და მუქარის გამო გაერთიანდა. დღემდე ეს საქმეები გამოძიებული არ არის.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ოპონენტების გარდა ბიძინა ივანიშვილი თანაგუნდელებსაც უსმენს, აგროვებს კომპრომატებს იმისთვის, რომ ყველა აკონტროლოს და დავალებების შესრულება აიძულოს.
ფარული მიყურადების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს, ისიც სასამართლოს განჩინების საფუძველზე და მკაცრი კონტროლით. 2019 წლის ოფიციალური მონაცემებით 7054 პირს უსმენდნენ, ეს ოფიციალურად , რა ხდება არაოფიციალურად და ვის უსმენს ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი გრიგოლ ლილუაშვილის უწყება, უცნობია.