სასწავლო წელი იწყება, მოსწავლეებს კი სკოლა არ აქვთ | თაობა, ვისი მომავალიც სატენედრო ბიუროკრატიას ეწირება 

გამოქვეყნდა:

15 სექტემბრიდან საქართველოში ახალი სასწავლო წელი იწყება. თუმცა ასეულობით, თუ არა ათასობით მოსწავლეს სწავლის დაწყება სკოლის გარეშე მოუწევს. საქმე იმაშია, რომ ამორტიზებული თუ ავარიული შენობების რეაბილიტაცია ზოგჯერ ბიუროკრატიული გაუგებრობით და ზოგჯერ უთავბოლობით წლების განმავლობაში იწელება.

მოსწავლეებს კი დროებით სხვა სკოლებში ანაწილებენ. ზოგჯერ ეს რამდენიმე წელიწადს გრძლედება და რიგ შემთხვევებში სავარაუდო კორუფციის ნიშნები იმდენად აშკარაა, რომ წესით გამოძიების საგანიც უნდა გახდეს. პრობლემა თვალშისაცემი ახლა უკვე თბილისშიც გახდა.

კეთილშობილური მიზნებით დანგრეული სკოლის ადგილას ახალი ნაგებობა არა და არ ამოდის. ბავშვების მომავალი და განათლება კი ამ ბიუროკრატიული ჯაჭვის სულ ბოლო რგოლზეა გამობმული. ისინი ყველაზე ბოლოს ახსენდებათ ხოლმე ჩინოვნიკებს და გულგრილობა საბოლოოდ ბაშვების განათლებასაც მძიმე დაღს ასვამს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი