
გენერალ გიგი კალანდაძის ქონების აუქციონზე გატანა შეჩერდა - შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ კალანდაძის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე მიიღო. უფლებადამცველებმა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართეს.
იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ჰქონდა საქმე წაგებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2017 წელს გახარია-საქართველოს წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოს აღარ უნდა მიეღო მსგავი შინაარსის გადაწყვეტილება, ვინაიდან მოცემული საქმის ფარგლებში, სწორედ, სადაც მსგავსი გარემოებები იყო მითითებული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, ევროპის კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, - ამბობს ადვოკატი ნათია ქაჯაია.
შეგახსენებთ, რომ გენერალ გიგი კალანდაძის ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი შეიძლება ისე გაეყიდათ, რომ აგვისტოს ომის გმირსა და გაერთიანებული ძალების ყოფილ უფროსს ამის შესახებ ვერაფერი გაეგო. საქმე ისაა, რომ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ სამხედროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ტრისტან წითელაშვილმა ერთი წლის წინ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლოში უჩივლა.