პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 1 396 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

პაკისტანში დამანგრეველი წყალდიდობის შდეგად, სულ მცირე, 1 400-მდე ადამიანი დაიღუპა და 13 ათასადე დაშავდა. წყალმა ყველა კომუნიკაცია მოშალა და სრულად გაანადგურა მოსავალი.

ოფიციალური პირების შეფასებით, 220 მილიონი მოსახლედან 33 მილიონი დაზარალდა კატასტროფის შედეგად, რომელიც გამოწვეულია კლიმატის ცვლილების გამო. 

სტიაქიამ მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია.

გაეროს გენერალურმა მდივანმა რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, განაცხადა რომ მსოფლიოში ბევრი კატასტროფა უნხავას თუმცა მსგავსი არაფერი.

"სიტყვები არ მაქვს აღვწერო, რაც ვნახე. წყლით სავსე ტერიტორია სამჯერ აღემატება ჩემი ქვეყნის, პორტუგალიის საერთო ფართობს"- თქვა ანტონიო გუტერეშმა.

წყალდიდობა გამოიწვია რეკორდულმა მუსონურმა წვიმამ და მყინვარების დნობამ პაკისტანის ჩრდილოეთ მთებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი