კინოსა და თეატრის მსახიობი, მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას "მთავარი არხის" ვებგვერდს მარჯანიშვილის თეატრი უდასტურებს.
მსახიობი 61 წლის იყო.
გომიაშვილი 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში თამაშობდა. მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. გარდა ამისა შესრულებული აქვს არაერთი კინო-როლი.