
უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერთან ბრძოლაში ყოველდღიურად წინ მიიწევენ, თუმცა ამ წარმატებული კონტრშეტევების ფონზე, რუსეთი უკრაინულ ქალაქებს ახლა დიდი სიშორის ფრთოსანი რაკეტებით ბომბავს.
უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ამბობენ, რომ უკრაინის კონტრშეტევებს სხვადასხვა მიმართულებით, მტრისგან გათავისუფლება უნდა მოჰყვეს, თუმცა უნდა გაძლიერდეს კონტროლიც.
"ვივჩანკსთან იყო პატარა შეტაკება და იმის მერე, ფაქტიურად ბრძოლის გარეშე დატოვეს ჩრდილო აღმოსავლეთის უკრაინის საზღვრები. აფრენილია რამდენიმე ბომბდამშენი, სამწუხაროდ, გამწარებული რუსები ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ამ [გათავისუფლებულ] ტერიტორიებს უნდა გაკონტროლება, რომ ხელმეორედ არ მოხდე რუსეთის მხრიდან კონტრშეტევა. რუბეჟნოე, კრემენოე, ლისიჩანსკი, ეს მიმართულებებია კიდევ გასათავისუფლებელი", - თქვა ვანო ნადირაძემ.
იხილეთ ასევე: