
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი twitter-ზე წერს, რომ კონტრშეტევებისა და რუსეთის ჯარების უკან დახევის შემდეგ, ოკუპანტები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურებს ბომბავენ.
ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, რუსეთის სამიზნე ელექტროსადგურები იყო, რამაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია:
"რუსეთი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურებს ურტყამს. მათი სამიზნე ელექტროსადგურები იყო, რამაც ელექტროენერგიის ფართო გათიშვა გამოიწვია. ეს არის სასოწარკვეთილი აქტი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის უზარმაზარი დანაკარგებისა და უკან დახევის შემდეგ. ტერორისტული ტაქტიკითაც კი განწირული არიან ამ ომის წაგებისთვის", - წერს ოლეგ ნიკოლენკო.
ცნობისთვის, უკრაინის სხვადასხვა მიმართულებით უკრაინელი სამხედროების წარმატებული კონტრშეტევები გრძელდება. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 11 სექტემბრის მონაცემებით, თავდაცვის ძალებმა რუსებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.