საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირებზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას - "ლელო"

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას. სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან პარლამენტში კონსულტაციები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

საქმე ეხება "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებთან სისტემატიურ თანამშრომლობას ეხებოდა. 

"მიგვაჩნია, რომ შაბათს გახმაურებული ფაქტები მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, რადგან იმ ინფორმაციაში, რომელიც გავიდა ჟურნალისტურ საგამოძიებო სიუჟეტში იკვეთება ძალიან ნათლად ის ფაქტები, რომლებიც შესაძლოა შეადგენდეს როგორც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ასევე, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას. [...] ჩვენ მოვისმინეთ, რომ ვახტანგ გომელაური და სუს-ის სხვა თანამშრომლები შეხვდნენ როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე უმასპინძლეს საქართველოში რუსეთის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს და მათთან თანამშრომლობის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ტვირთების გატარების საქმის მოგვარება, ასევე, რუსეთის მოქალაქეებისთვის დაჩქარებული წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელშეწყობა ჩვენ ქვეყანაში, ასევე, რუსეთის რეჟიმისთვის არასასურველი პირების თვალთვალი და მათთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება", - თქვა სამადაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო შეეცდება ამ ფაქტებზე ინფორმაცია დამალოს და არანაირი მოლოდინი ობიექტური გამოძიების შესახებ არ არსებობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი