გვსურს, ვიხილოთ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქცირებაში - ეველინ ფარკასი

გამოქვეყნდა:

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და წარსულში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ეველინ ფარკასი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ამერიკას სურს იხილოს საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქცირებაში.

"ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქცირებაში, რადგან არ არსებობს სხვა გზა, რომელში ჩართვაც, საქართველოს მთავრობას და ჩვენ - აშშ-ს გვსურს. ჩვენ [ამერიკა] მხოლოდ არაპირდაპირ ვაწვდით უკრაინელ სამხედროებს დახმარებას, რომ მათ შეძლონ თავის დაცვა. თუმცა, ომი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ ვაწარმოებთ, არის ეკონომიკური და ძალიან სასარგებლო იქნებოდა, თუკი ყველა დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის წევრობა, მეტად შეუწყობდა ხელს სანქციებს, ვინაიდან ეს არის ის, რასაც შეუძლია ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება და შესაძლოა, საბოლოოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებისკენ იძულებაც", - ამბობს ის.

მისივე თქმით, რუსეთი ახლა სანქციების ქვეშაა და მას არ უნდა ჰქონდეს წვდომა ტექნოლოგიებზე საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის გავლით. 

ინტერვიუში ის ევროინტეგრაციის თემასაც შეეხო. მისი თქმით, ისე ცანს, თითქოს არ დახარჯულა საკმარისი ენერგია საქართველოს წინა ხაზზე გადასასვლელად და ალბათ ყველაფერი არ გაკეთდა ევროინტეგრაციის პროცესის დამაჯერებლობისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი