უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ხარკოვის რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავა

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა ხარკოვის რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, რომან დუდინის დაკავება. დუდინი სახელმწიფოს ღალატშია ბრალდებული.

გამოძიების ცნობით, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს, ხარკოვის რეგიონის SBU დეპარტამენტის უფროსმა, საკუთარი ინიციატივით, დაიწყო მოქმედება უკრაინის საზიანოდ. 

„ეჭვმიტანილი ხელს უშლიდა უშიშროების ძალებისა და თავდაცვის ძალების ერთიანი მართვის სისტემის ფუნქციონირებას და არ ასრულებდა რეგიონში SBU-სთვის დაკისრებულ ფუნქციებსა და ამოცანებს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის, კონსტიტუციური წესრიგისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ასევე განხორციელდა მრავალეტაპიანი მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ხარკოვის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შესრულებისგან გადაყენებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გენპროკურატურის ინფორმაციითვე, დუდინი თავს არიდებდა მეთაურის იმ საბრძოლო ბრძანებებისა და დავალებები შესრულებას, რომლებიც დაკავშირებული იყო ხარკოვის რეგიონში უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და კონტრდივერსიული საქმიანობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობასთან, რაც მიზნად ისახავდა ხარკოვის დაცვას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი