ჩეჩნეთის "ელიტური მებრძოლები" უკრაინაში, ფრონტის ხაზზე დაბრუნდნენ - კადიროვი

გამოქვეყნდა:

კადიროვის მტკიცებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის "ელიტური ნაწილები", ადამ დელიმხანოვის მეთაურობით, დასვენების შემდეგ უკრაინაში "სპეცოპერაციის ზონაში" დაბრუნდნენ.

”ძვირფასო ძმაო, რუსეთის გმირმა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქვედანაყოფების მეთაურმა, დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულება უკრაინისა და DPR-ის ტერიტორიაზე. " დაწერა კადიროვმა ტელეგრამზე.

კადიროვის თქმით, მარიუპოლის, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, პოპასნას და სხვა ქალაქების "გათავისუფლების" შემდეგ, "ელიტური მებრძოლები" შვებულებაში წავიდნენ, ახლა კი ისევ ფრონტის ხაზზე დაბრუნდნენ - "...მოითმინე და ფრონტის ხაზიდან დიდ შედეგებს ელოდე ჩვენი მებრძოლებისგან. ისინი აუცილებლად მოვლენ!" - ასკვნის კადიროვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი