გოგაშვილმა თავისი განცხადებები როდის დაასრულა იცით? მოსკოვშიო სიები იგზავნებოდაო რომ ყვებოდა - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე არ ფიქრობს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, სოსო გოგაშვილის მიერ, დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიზანი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დისკრედიტაციაა:

"გოგაშვილმა თავისი განცხადებები როდის დაასრულა იცით? მოსკოვშიო სიები იგზავნებოდაო რომ ყვებოდა. გულწრფელად ვუთანაგრძნობ იმ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც დღეს საქართველოში სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვში შესათანხმებლად რაღაც სიებს აგზავნის." თქცვა მდინარაძემ.

 ქართული და რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობის კონკრეტულ ფაქტებზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი რუსთავის ციხიდან საუბრობს და  კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს

გოგაშვილის მტკიცებით, არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების უზრუნველყოფაში ჩართულია სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისტრო და  ეკონომიკის სამინისტროები.

გოგაშვილი  წერს, რომ 2016 წელს ვლადიკავკაზში, "ფსბ"-ს საიდუმლო ბაზაზე, ივანიშვილის დავალებით, სოსო ჭელიძესთან და ირაკლი ჩიმაკაძესთან ერთად იმყოფებოდა. "ფსბ"-ს გენერალთან საუბრის თემა ბორტნიკოვისა და ვახტანგ გომელაურის შეხვედრის დაგეგმვა იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი