ფრონტის ზოგიერთ ხაზზე, უკრაინის დამცველებმა რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე მიაღწიეს - სინეგუბოვი

გამოქვეყნდა:

ფრონტის ზოგიერთ ხაზზე, უკრაინის დამცველებმა რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე მიაღწიეს - იტყობინება ხარკოვის სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი. 

"ჩვენი სამხედროები აგრძელებენ ხარკოვის ოლქის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების ოპერაციას. მტერი ნაჩქარევად ტოვებს პოზიციებს და გარბის ადრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე", - წერს ის.

სინეგუბოვის თქმით, რუსებმა დატოვეს კუპიანსკის რაიონის დასახლებები ველიკი ბურლუკი და დვორიჩნა - „ფრონტის ზოგიერთ რაიონში ჩვენმა დამცველებმა მიაღწიეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარს“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა: 

სამხრეთით და ხარკოვის რეგიონში გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა, რომელიც აგვისტოს ბოლოს გამოცხადდა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 2000 კვადრატული კილომეტრი.

გენერალური შტაბი იუწყება ათობით დეოკუპირებული სოფლის შესახებ. 8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ბალაკლეაზე უკრაინამ კონტროლი აღადგინა, ასევე იზიუმის გათავისუფლების შესახებ. ბრძოლა გაგრძელდა კუპიანსკში, რომელიც მნიშვნელოვანი სარკინიგზო კავშირი იყო ოკუპანტებისთვის.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანას გადაჯგუფებას უწოდებს.

ოლეგ სინეგუბოვის თქმით 2022 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი