
სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ორ კვირაში 1800-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს - ამის შესახებ სამხრეთის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ერთობლივი საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ოკუპანტები არ წყვეტენ მიკოლაივის ოლქის დაბომბვას, კერძოდ, საკონტაქტო ხაზის გასწვრივ მდებარე თემების ტერიტორიებს.
ჰუმენიუკის თქმით, ცეცხლის ქვეშაა კრივორიჟია და ნიკოპოლის რაიონიც, სადაც ოკუპანტები ფიზიკურად არ იმყოფებოდნენ, მაგრამ ცდილობენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოსახლეობაზე და მათ აჯერებდნენ, რომ თითქოს უკან დახევა არაფერს ნიშნავს.
„მიუხედავად ამისა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენი წარმატებები ძალიან დამაჯერებელია, 4-დან რამდენიმე ათეულ კილომეტრამდე მივიწიეთ სხვადასხვა მიმართულებით, გავათავისუფლეთ თითქმის 500 კვ.კმ ფართობი... ორ კვირაში. მხოლოდ სამხრეთით 1800-ზე მეტი ოკუპანტი, 500-ზე მეტი ერთეული ჯავშანტექნიკა, 122 ტანკი, 2 თვითმფრინავი, 2 შვეულმფრენი და დაახლოებით 10 საკრუიზო რაკეტა განადგურდა რომლებითაც მტერი ცდილობდა დარტყმას". თქვა ჰუმენიუკმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხერსონის რეგიონის 5 დასახლება - ვისოკოპილია, ნოვოვოზნესენსკე, ბილოგირკა, სუხი სტავოკი და მიროლიუბივკა - უკვე გათავისუფლებულია და უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების სრულ კონტროლქვეშაა - დასახლებები უკრაინის სრული იურისდიქციის ქვეშ დაბრუნდა-თქვა ჰუმენიუკმა, თუმცა აღნიშნა, რომ ისევ არსებობს ამ ტერიტორიებს დაბომბვის საშიშროება.
მისივე ინფორმაციით, უკან დახევისას მტერმა დანაღმა ტერიტორიების ნაწილი, ამიტომ მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს.