დამწყებმა ბლოგერმა, მედვედევმა უნდა იფიქროს ისეთ სახელმწიფოზე, სადაც დაიმალება - დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება და ურჩევს, ისეთ სახელმწიფოზე იფიქროს, სადაც დაიმალება.

"დამწყებმა ბლოგერმა, მედვედევმა უნდა იფიქროს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა და სადამის ბუნკერი, სადაც დაიმალება და შეწყვეტს "რუსეთის"  წერას დიდი ასოთი. ის უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ "მათ ჯერ უკანაც კი არ დაუხევიათ", - წერს დანილოვი.

ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევმა დღეს თქვა, რომ ითხოვენ უკრაინის სრულ დანებებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი