მთავრობა მედიის გაკონტროლების ახალ ეტაპზე გადადის. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე BM.ge-ს რედაქტორი, თელარა გელანტია არ დაუშვეს. ჟურნალისტს მიზეზად ადმინისტრაციის პრესსამსახურმა წესების დარღვევა და ბევრი კითხვის დასმა დაუსახელა.
თელარა გელანტია ამბობს, რომ 10 წელია, მთავრობის სხდომებს აშუქებს, თუმცა მსგავსი რამ არასდროს მომხდარა.
ამ საკითხს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც ეხმაურება და გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს".
ავტორი: ნინიკო გიგაური