ამერიკელი გენერალი, შეერთებული შტატების ევროპული ძალების ყოფილი სარდალი ამბობს, რომ რუსეთი ამ ზაფხულს უკრაინასა და საქართველოსთვის, შესაძლოა, პროვოკაციას ამზადებდეს. ბენ ჰოჯისისთვის შემაშფოთებული რუსეთის ახალი კონსტიტუცია, პუტინის ტერიტორიული პრეტენზიები და სექტემებრში დაგეგმილი წვრთნები კავაკასია 2020-ია.
შეერთებული შტატების ყიფილი სამხედრო სარდალი, რომელიც მუდმივად თვალყურს ადევნებს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოსა და ვაშინგტონს შორის პოლიტიკური შეთახმება შედგებოდა, შესაძლბელი იყო საქართველოში ამერიკული ბაზის განთავსება, რომელიც შეერთებულ შტატებს ლოჯისტიკურ პრობლემებსაც მოუხსნიდა და შავი ზღვის უსაფრთოხებას კიდევ უფრო მეტად დაიცავდა.
გაზრდილი რუსული საფრთხისა და პუტინის 2036 წლამდე გაპრეზიდენტების ფონზე, საქრათველოს ხელისუფლების ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან კი სულ უფრო მეტად იძაბება. სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს ქვეყანაში არათუ ამერიკული ბაზის განთავსებას, არამედ ფინანსური დახმარების ნაწილის შეჩერებას აპირებს. ვაშინგტონი გაფრთხილებიდან უკვე ზეწოლის ფაზაში გადავიდა - თუკი ხელისუფლება დემოკრატიულ რეფორმებს არ გაატარებს და უცხოურ ინვესტიციებს არ დაიცავს, მაშინ სანქციები გარდაუვალი იქნება.
კანონის უზენაესობის დაცვას, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ მართლმსაჯულებას, დამოუკიდებელ სასამართლოს ითხოვს საქართველოსგან ევროკავშირიც. ევროკომისიის დოკუმენტში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობას და შესაბამისად, საქართველოსაც ეხება, წერია, რომ სწორედ ამ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული ევროპული დახმარებაც.
პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია აფრთხილებენ, პირველი მკაცრი წერილები შეერთებული შტატებისგან ოფიციალურმა თბილისმა, 2019 წლის დეკემბრში მიიღო. ამის შემდეგ იყო არაერთი ღია გაფრთხილება და განხცადება სენატიდან და კონგრესიდან, ბოლოს კი საქმე საკანონმდებლო აქტებამდე მივიდა.