რუსეთში, გაურკვეველ ვითარებაში, კიდევ ერთი მაღალჩინოსანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

რუსეთში გაურკვეველ ვითარებაში სახელმწიფო კორპორაციის ტოპ მენეჯერი, იცან პეროჩინი გარდაიცვალა, - ინფორმაცის უკრაინული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმციით, შემთხვევა რუსკის კუნძულთან მოხდა. რუსული მედიის ცნობით, პეჩორინი 10 სექტემბერს შაბათ საღამოს "კონცხ იგნატიევთან" ახლოს გარდაიცვალა. რუსეთის მილიციის ოფიციალური ვერსიით, ის სავარაუდოდ ნავიდან გადმოვარდა.

აღსანიშნავია, რომ პეჩორინმა მონაწილეობა მიიღო ვლადივოსტოკში აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმში 5-დან 8 სექტემბრამდე. ის ასევე მონაწილეობდა შორეული აღმოსავლეთის საავიაციო ხელმისაწვდომობის განვითარებაში, მათ შორის სამგზავრო საჰაერო ტრანსპორტის მხარდაჭერაში, აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობაში.

მედია წერს, რომ პუტინის მესაზღვრეების მიერ თვითმკვლელობების ან მცდელობების ტალღა, გენერლების მასობრივი გათავისუფლება, მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების დაპატიმრება, გაზპრომის უმაღლესი მენეჯმენტის თვითმკვლელობა და ოლიგარქების ოჯახების განადგურება, რომლებმაც ძალიან ბევრი იცოდნენ იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მეგობრობამ შეიძლება საფლავამდე მიგვიყვანოს.

ცნობისთვის, 1 სექტემბერს "ლუკოილის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მოსკოვში, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი