უკრაინა არ დათანხმდება "მინსკის შეთანხმების" არცერთ ვერსიას - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა არ დათანხმდება "მინსკის შეთანხმების" არცერთ ვერსიას. CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიების გათავისუფლებას ცდილობენ:

"ვიცი, რომ ზოგიერთი ქვეყანა გვიბიძგებს "მინსკის პროცესამდე". მინდა, რომ მსოფლიომ გაიგოს, დიპლომატიური გადაწყვეტა და "მინსკი"-2-3-5-10" სხვა რამეა. "მინსკი" ცარიელი ქაღალდია, რომ რუსეთს მიეცეს დასვენების საშუალება შემდეგ შეჭრამდე." აღნიშნა ზელენსკიმ.

CNN-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანი ქვეყნის სრული დეოკუპაციაა და რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება 2014 წელს დაწყებული ოკუპაცია გააგრძელოს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი